ინტელის ტრენინგის რეფლექსია

პირველი დღე

     ტრენერი მარეხი ნათენაძე.
პირველი დღე წარიმართა საინტერესოდ, პირადად ჩემთვის.მოლოდინი  რაც მქონდა  გამიმართლა , უფრო მეტი რამ გავიგე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაზე ჩემთვის სასარგებლოდ.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
     ტრენერი იყო მეტად კომპეტენტური, მცოდნე და სასიამოვნო მოსასმენი ხმის ტემბრით. მადლობა მარეხის. 


მეორე დღე 
მეორე დღეს ისევე საინტერესო  და ნაყოფიერი იყო როგორც,პირველი.ბლოგში ვისწავლეთ ახალი გვერდისა და ბუკლეტების შექმნა, რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მადლობა ტრენეტს. 
ვიმუშავეთ  ბუკლეტის შექნმაზე, რაც მეტად საინტერესო და სახალისო იყო.შევქმენი ბუკლეტი.
            
მესამე დღე
   დღე შედარებით დატვირთული და რთული იყო, მაგრამ ტრენერის დახმარებით  დაძლევადი და ადვილად გავართვით თავი. ვიმუშავეთ სტანტარტებზე,შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები. შევადგინეთ ზოგადი, მიმართულების მიმცემი და საკვანძო კითხვები.
                               
მეოთხე დღე
დღე იყო დატვირთული და შრომატევადი,შევქმენით მასწავლებლის ბუკლეტი. განვიხილეთ შეფასების მეთოდები. შევიმუშავე ჩემი პროექტისათვის შეფასების რუბრიკები.
                    
მეხუთე დღე
გავიხსენეთ წინა დღეების მასალები.გავეცანით 21- საუკუნის უნარ -ჩვევებს.ვიმუშავეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.მოვიძიეთ მულტიმედიური რესურსები.
შევავსეთ  ბუკლეტი და მოვახდინეთ მისი პრეზენტაცია.

მეექვსე დღე
შევქმენით შეფასების რუბრიკები, შესაბამის მასალებისათვის, გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო  ნამუშევრებს და შევაფასეთ.
       
მეშვიდე დღე
დღე იყო შრომატევადი, მასალები გავიხსენეთ, სწავლის სხვადასხვა სტილს გავეცანით და გავიაზრეთ. შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე მასალები.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავაკეთეთ კედლის გაზეთი. მადლობა ტრენერს.

                           
მერვე დღე 
განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები. ვიმუშავეთ ფასილლიტაციის  რესურსების შემუშავებაზე.

მეცხრე  დღე
ვსრულყავით  პორტფოლიო, მოვახდინეთ მოსწავლეთა პროექტების დემოსტრირება და პორტფოლის ჩვენება. 
 

Comments